საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სისხლის სამართალში - თბილისი/ ბათუმი

საზაფხულო სკოლა 

„საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება - თეორიული და შედარებითი ასპექტები“

2023 წლის 25 - 30 სექტემბერი, თბილისი / ბათუმი

 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის,  მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულეტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!

 

საზაფხულო სკოლა / სამეცნიერო კონფერენციას, ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში, ხელმძღვანელობენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

 

ვრცლად

თარიღი: 09/08/2023